07:15 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 17:42:35, 1522 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, ტესტირების იმიტაციისთვის. მასში მოცემულია 3000-მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება.

„კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში. გამოცდა ბარდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და ის 15 აპრილამდე გასაჯაროვდება.

შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა და განსახილველ საკითხთა შორის იყოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები, ასევე არსებული გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრის უფროსი ქეთევან დარცმელია.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეხვედრა ორ დღეზე გადანაწილდა და შემდეგი შეხვედრა 13 აპრილს, 12:00-ზე ისევ ონლაინ რეჟიმში გაიმართება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics