07:15 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 14:58:22, 1152 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება

ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ლეგალურად მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ემსახურება საერთაშორისო, დიდ კომპანიებს. ამავე დროს, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ.

„ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon-ი და სხვა კომპანიები, თუმცა, ასევე, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა კანონდარღვევით მუშაობდნენ. ამ მიმართულებით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. აღნიშნულ ქოლცენტრებს, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა. გარდა ამისა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics