02:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 10:56:46, 1195 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 322-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.07% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 517 საიდანაც, 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 234, აჭარაში - 21, იმერეთში - 84.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 65, აჭარაში - 15, იმერეთში - 11.439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 240, აჭარაში - 23, იმერეთში - 85. 3 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics