11:29 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 15:33:03, 1463 ნახვა

საზოგადოება
ანასტასია ლელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ანასტასია ლელაძე 95%-იანი დაფინანსებით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამის შესახებ სკოლის დირექციამ ავრცელებს.
ანასტასია ლელაძის თქმით, ჰარვარდამდე გზა ადვილი არ იყო, მაგრამ შედეგმა რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომა გაამართლა.
„მე-9 კლასში ვიყავი, როცა დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად SAT-ის გამოცდისთვის მეცადინეობის დაწყება შემომთავაზა. იმ დღიდან ინტენსიურად ვმუშაობდი, აქტივობებს ვგეგმავდი და ვახორციელებდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია. იყო სირთულეებიც, მაგრამ არ შემშინებია. მთავარი მოტივატორი მურათ მასწავლებელი იყო, რომელიც სულ მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მიმყარებდა“, - ამბობს ანასტასია.
„ანასტასია თვლის, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ახლა უკვე თამამად შეუძლია სხვა მოსწავლეებს დახმარება გაუწიოს, რაც მისთვის რთული მოსაძიებელი იყო და გადაულახავ ბარიერად მიიჩნევდა, მზად არის, სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს. ამ მიზნით, ანასტასიამ მეგობრებთან ერთად კლუბი შექმნა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს, მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რომ მსოფლიოს წარმატებულ უნივერსიტეტებში ჩააბარონ.
17 წლის ახალგაზრდა ამერიკის შეერთებული შტატებში აგვისტოში გაემგზავრება და ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმეწლიან პრაქტიკას მიიღებს, სამშობლოში დაბრუნდება და საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics