|
2022-04-07 16:30:33, 1078 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აჭარაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვოს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ასევე, ჯანდაცვის კუთხით, რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფებიან.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)