13:55 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 11:51:35, 1443 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროცედურა გამარტივდება

აშშ-ს სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს გაუგზავნოს იარაღი და სხვა თავდაცვის საშუალებები უკრაინას გამარტივებული პროცედურებით.- ამის შესახებ  Politico იუწყება.

"სენატორებმა მხარი დაუჭირეს ლენდ-იჯარის კანონს, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საჭირო იარაღი." - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, კანონი დააჩქარებს უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას ბიუროგრაფიის შემცირებით.

ამასთან, სენატორები აღნიშნავენ, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია მოიგოს ბრძოლა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.

"ლენდ-იჯარის პროგრამა შეიქმნა და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ის კვლავ ითვლება წყალგამყოფად, რადგან ამან საშუალება მისცა აშშ-ს სწრაფად მიეწოდებინა ირაღი მოკავშირეებისთვის დაუბრკოლებლად.

უკრაინის ომის ფონზე, კანონმდებლებმა გადაწყვიტეს პროგრამის ხელახლა გამოყენება, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ევროპაში ხედავენ რუსეთის შეჭრას, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიბერალური წესრიგისთვის." - წერია განცხადებაში. 

ლენდ-იჯარის აქტს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, კერძოდ, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად. საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ქვეყანამ მიიღო ფინანსური დახმარება სამხედრო სფეროში შეერთებული შტატებისგან 1,7 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics