2022-04-06 14:43:14, 1700 ნახვა
ომი უკრაინაში
ვუჰლედარში, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს - არის მსხვერპლი
ვუჰლედარში, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს. - ამის შესახებ თავის ტელეგრამის არხზე დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის შედედგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაული დოკუმენტირებულია, არ ვაპატიებთ!", - აღნიშნა UVA-ს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,