2022-04-06 11:56:13, 1186 ნახვა
სამართალი
5 ივლისის საქმეზე დაკავებულებიდან 6 პირს 1 წლით, 1-ს კი წელიწად-ნახევრით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობას ეხება, კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 7 დაკავებულიდან 6-ს 1-წლიანი, ხოლო ერთს - 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.
ცნობისთვის, დაკავებული პირებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,