2022-04-06 10:06:23, 1946 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დააწესებს
აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების ახალი პაკეტი ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს უკავშირდება.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ფინანსურ ინტიტუტებს, ასევე პერსონალურად კრემლის ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებსაც შეეხება.
გარდა ამისა, BBC WSJ-ზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტები შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორ ქალიშვილს და რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank-საც შეეხოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,