|
2022-03-24 20:11:47, 794 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო, დასავლეთი გააკრიტიკა - „შემრცხვა, როცა წავიკითხე, ეს სიგიჟა“
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთისგან თავდაცვითი ხარჯების გაზრდისათვის, დასავლეთის ქვეყნების მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოთქვა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სიგიჟე“ უწოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. „შემრცხვა, როცა წავიკითხე, რომ სახელმწიფოთა ჯგუფმა ვალდებულება აიღო, იარაღის შესაძენად დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, როგორც პასუხი იმაზე, რაც ახლა ხდება. ეს სიგიჟეა“, - აღნიშნა პაპმა 24 მარტს, რომში, ქალთა ჯგუფების კოალიციასთან საუბრისას. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი იმ „ძალაუფლების ძველი ლოგიკის პროდუქტია, რომელიც ე.წ. გეოპოლიტიკაში, ჯერ კიდევ დომინირებს“. მისი თქმით, გამოსავალი „არა კბილების გამოჩენაშია, ისე, როგორც ახლა ხდება, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოების სხვა გზის გაგრძელებაში“. „პასუხი მეტი იარაღი, მეტი სანქციები და მეტი პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსები არ უნდა ყოფილიყო“, - დასძინა რომის პაპმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)