|
2022-03-24 16:43:58, 674 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი - რუსეთს სურს, ომი „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადაიყვანოს
რუსეთს სურს, პერსონალისა და აღჭურვილობის ძალიან დიდი დანაკარგებისა და ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის გამო, ომი „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის დამალული იყოს, სწორედ ამიტომ რუსეთს სურს გააგრძელოს სხვა ტაქტიკის გაოყენება დანაკარგების რაოდენობის შესამცირებლად. მან რუსეთის ტაქტიკას „სრულიად კანიბალისტური“ უწოდა და დასძინა, რომ მათ აქვთ მკაფიო სამართლებრივი განმარტებები საერთაშორისო სამართალში ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზედ. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში რუსული დანაკარგების შესახებ 18 დღეა მონაცემები არ გაუვრცელებია. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებეზ დაყრდნობით გაარკვია, რომ 557 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობა უკვე დადასტურებულია.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)