18:39 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 16:41:31, 787 ნახვა

მსოფლიო
კრემლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში „ყველაზე აქტიური“ ანტირუსული ლიდერია

კრემლის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მსოფლიოში, „ყველაზე აქტიური“ ანტირუსული ლიდერია, ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria იუწყება.

„რაც შეეხება მისტერ ჯონსონს, ჩვენ მას ვხედავთ, როგორც ანტირუსულ რბოლაში ყველაზე აქტიურ მონაწილეს. ეს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკის ჩიხს“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს, ბრიუსელში, ნატო-სა და დიდი შვიდეულის სამიტამდე გამოსვლისას, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე „წითელი ხაზი გადაკვეთა“.

„მოკავშირეებმა უნდა გაუგზავნონ ახალი იარაღი უკრაინას, გააფართოვონ საერთაშორისო გადახდების შეზღუდვები და მიზანმიმართონ რუსეთის ოქროს მარაგები“, - დასძინა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics