|
2022-03-24 12:02:11, 571 ნახვა
მსოფლიო
ლატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლატვიამ მომღერალი თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ. მიზეზი, მათ მიერ კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის საჯარო გამართლება და პროპაგანდის გაწევაა. „ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ გაუმართლებელ ომს, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება და რომლის შედეგადაც, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ყოველდღიურად იღუპებიან. კრემლის რეიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს, ჩადენლ დანაშაულებში თანამონაწილეობას, შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ნონ გრატას სიაში მოხვდნენ შემდეგი პირები: მარია სითელა; დიმიტრი გუბერნიევი; ვლადიმერ მაშკოვი; არტიომ ჟოგა; თინა კანდელაკი; ვიქტორ პოლიაკოვი; პოლინა გაგარინა; ნიკოლაი რასტორგუევი; ვიტალი ლოკტევი; ალექსანდრე იეროხინი; სერგეი პერეგუდა; ვასილი გორელო; ნატალია პოდოლსკაია; ანასტასია მაკეევა; ვიქტორია დაინკო; დენის მაცუევი; ნიკიტა მიხალკოვი; ვალერი გერგიევი; დიმიტრი სტრელცოვი; ალექსეი ტარასოვი; პაველ სუჩკოვი; ალექსეი კანტური; სერგეი პოლუნინი; ვიქტორია ციგანოვა; სტანისლავ მიხაილოვი
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)