|
2022-03-24 11:43:01, 970 ნახვა
ეკონომიკა
USAID-ის და „თიბისის“ სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის გაძლიერებისთვის
23 მარტს, USAID-მა და „თიბისიმ“ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას უძღვებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოულმენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და მდგრადობის განმტკიცებას. თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან პარტნიორობით, თიბისის შესაძლებლობა ექნება, გააფართოვოს ფინანსებთან წვდომა და ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რაც წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, USAID და თიბისი ხელს შეუწყობენ საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ბაზრის დივერსიფიკაციას და მაღალანაზღუარებადი სამუშაო ადგილების შექმნას. სამომავლოდ ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით იგეგმება 30 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება. პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის საწარმოებს და ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან; შეიქმნება 1 200-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ხელს შევუწყობთ ბიზნესებს გაყიდვებიდან გამოიმუშაონ 6 მილიონი აშშ დოლარი.
„USAID-ის სტრატეგიული პარტნიორობა თიბისი ბანკთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ზრდას. თიბისი რეგიონის ეკომონიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის წამყვანი ინსტიტუტია. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქვეყნის კერძო სექტორს ეკომონიკის დივერსიფიკაციის და მდგრადობის გასაძლიერებლად“ - იზაბელ კოულმენი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. „მოხარული ვარ, რომ USAID-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ და ეს თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელდება. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ხელი შევუწყვეთ ქვეყანაში მდგრად განვითარებას, ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროში მხარი დავუჭირეთ არაერთ საინტერესო ინიციატივას. დღევანდელი დღე და USAID-თან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ხედვას, ასევე მზაობას, რომ მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა განვახორციელოთ ერთობლივად და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარებას“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)