|
2022-03-23 23:44:12, 1025 ნახვა
მსოფლიო
აშშ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა
აშშ-ის მთავრობა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულები იქნა ჩადენილი. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლს განზრახ ხსნიდნენ. „ვლადიმირ პუტინის მიერ არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყებამ, უკრაინაში რუსეთის უმოწყალო აგრესია გამოიწვია, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაჭრა მოჰყვა. რუსულმა ჯარმა გაანადგურა სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ა.შ. პუტინის ძალებმა გამოიყენეს იგივე ტაქტიკა, რითიც ისინი ჩეჩნეთსა და სირიაში მოქმედებდნენ. სანამ რუსეთი ყოველდღიურ დაბომბვებს აგრძელებს, იღუპებიან ქალები და ბავშვები. გაერომ 2 500 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების ან დაჭრის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება არის ომის დანაშაული. სწორედ ამიტომ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც აშშ-ს მთავრობისთვის ამ დროისთვის ცნობილი და დადასტურებულია, უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს ომის დამნაშავეებად ვაცხადებთ. ეს გადაწყვეტილება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის განხილვის საფუძველზე მივიღეთ. აშშ ომის დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციების მოკვლევას კვლავაც განაგრძობს“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)