|
2022-03-23 22:09:59, 975 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს, რადგან ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ და რუსულ ხორბლის იმპორტზე, დეფიციტს წააწყდებიან. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა. „სასურსათო, საწვავის და სასუქების ფასები მკვეთრად იზრდება, მიწოდების ჯაჭვები ირღვევა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად, ღარიბებს ურტყამს და პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობაში, მთელ მსოფლიოში თესლს თესავს“, - თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გუტერესის თქმით, ხორბლის ნახევარი მაიც, ეგვიპტეს, ლიბანს, ლიბიას, სომალს, სუდანსა და იემენს უკრაინიდან ან რუსეთიდან შემოაქვს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ უკვე გამოიწვია ხორბლის ფასების ზრდა, რამაც გამოიწვია საკვები პროდუქტების ფასების ინფლაცია. რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის გლობალური წარმოების 14%-ს და მთელი ხორბლის ექსპორტის 29%-ს შეადგენენ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)