13:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 17:50:26, 1272 ნახვა

რეგიონი
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე პირველი მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებებს და მათი ინიციატივები მოისმინეს.

"შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. პრიორიტეტად, ძირითადად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე და სარწყავი არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს. პროგრამა თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics