|
2022-03-23 14:59:19, 978 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, პუტინის შეტევა შეჩერდა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეტევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ მან ბუდენსტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. „პუტინის შეტევა შეჩერდა, მიუხედავად ყველა იმ ზარალისა, რაც მას ყოველდღიურად მოაქვს“, - განაცხადა შოლცმა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა „უნდა მოისმინოს სიმართლე“, შეწყვიტოს ბრძოლა და მოძებნოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზები. შოლცის თქმით, ომი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ „რუსეთის მომავალსაც“. „ჩვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ ეს ზომები არ უნდა ურტყავდეს ევროპულ სახელმწიფოებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა შოლცმა. შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ გერმანიის იმედი. მისივე თქმით, ქვეყანა ყველა უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)