|
2022-03-23 10:28:51, 842 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას აგრძელებს
რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ბელარუსის საზღვარზე ტექნიკის მომარაგებას, - ამის შესახებ ინორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთანავე, უკრაინული მედია წერს, რომ არსებული ინფორმაციით, გრძელდება რუსული და ბელარუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური მოძრაობა ბელარუსის ტერიტორიაზე, შემდგომ კი, ეს ჯარები უკრაინის საზღვრის გასწვრივ ინაცვლებენ. „უნიანი“ წერს, რომ ბელარუსში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც გმობენ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლების დახმარებას რუსეთისთვის უკრაინასთან ომში, ნაწილობრივ გააუქმეს სარკინიგზო კომუნიკაცია ბელარუსსა და უკრაინას შორის. აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება. ცნობისთვის, დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 28-ე დღეა. ჯარების ოპერატიული დაჯგუფებები მოქმედებენ დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტაურიდას რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილებში. მათ შეაკავეს ოკუპანტების წინსვლა ზაპოროჟიეს მიმრთულებით. ასევე, უკრაინელი სამხედროები იცავენ მარიუპოლს ოკუპანტებისგან.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)