|
2022-03-22 18:46:27, 1054 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს-მ დაადგინა იმ რუსი გენერლის ვინაობა, რომელმაც მარიუპოლის თეატრისა და სამშობიაროს დაბომბვა ბრძანა
დონეცკის ოლქის, ქალაქ მარიუპოლის ბლოკადას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს. სწორედ მან გასცა ბრძანება, რუს სამხედროებს დაეყარათ ბომბები ქალაქის დრამატულ თეატრზე. ასევე, მისი დავალებით დაბომბეს მარიუპოლის ის სამშობიარო სახლები, რომლებშიც იმ დროს, მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ში განაცხადა. ანტონ გერაშჩენკომ განმარტა, რომ მიზინცევი პუტინის ფავორიტია და იგი ადრე ხელმძღვანელობდა ოპერაციას სირიაში. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან მიხაილ მიზინცევი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს, მას მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. „მან გასცა ბრძანება სამშობიარო სახლის, ბავშვთა სახლის, დრამატული თეატრისა და სამოქალაქო სახლების დაბომბვის შესახებ. ის ანგრევს მარიუპოლს, როგორც ადრე ანადგურებდა სირიის ქალაქებს", - აღნიშნა ანტონ გერაშენკომ. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში რუსმა ჯარებმა უკვე 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი, დაკრძალულია მასობრივ საფლავებში, სახელების გარეშე.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)