|
2022-03-22 14:06:40, 569 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით UNDP-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „საუბარი შეეხო გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ტყის კოდექსს და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონს, რომელთა აღსრულების პროცესში ფინანსირებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აგრარული მიმართულების მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება. საუბარი შეეხო ენპარდ 3-ის ფარგლებში „სოფლის მდგრადი განვითარების პროგრამის“ მნიშვნელობას და მიმდინარეობის საკითხებს. ნიკ ბერესფორდმა ხაზგასმით განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გამორჩეული პარტნიორია; საქართველოს მთავრობასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში, წარმატებით ახორციელებს ფართომასშტაბიან შვიდწლიან პროგრამას, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ახალ პროექტს „საქართველოში მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)