|
2022-03-21 16:54:45, 854 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლიდან ოთხი ადგილობრივი ჟურნალისტი გაიტაცეს
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს. „დღეს შეიარაღებული პირები მივიდნენ „მვ ჰოლდინგის“ ჟურნალისტების სახლში და გამომცემელი მიხაილ კუმკო, გამოშვების რედაქტორი ევგენი ბორიანი, ჟურნალისტები იულია ოლიხოვსკაია და ლიუბოვ ჩაიკა, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, მოგვიანებით, 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც „თანამშრომლობის აუცილებლობაზე“ ისაუბრეს მათთან, მიხაილ კუმკოს ადგილსამყოფელი კი, ამ დროისთვის, უცნობია. ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, ანა მედვიდმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ დაურეკეს სასაუბროდ და თანამშრომლობა და ერთგულება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც, ოფისში მივიდნენ და უნებართვოდ გაჩხრიკეს. „უნდათ, რომ ვიყოთ ლოიალურები და მხარი დავუჭიროთ მათ. მე თანხმობა არ მივეცი და დავიშალეთ“, - განაცხადა ჰოლდინგის გენდირექტორმა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)