21:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:28:43, 857 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოსაზრებას, რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნებენ

21 მარტს, ევროკომისარმა, ოლივერ ვარგეიმ განაცხადა, რომ ევროკომისია, რაც შეიძლება მალე მოამზადებს ოფიციალურ დასკვნას უკრაინის მზადყოფნის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას დახმარების გაწევით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ დასკვნის მიწოდებაზე. ვიმუშავებთ რაც შეიძლება სწრაფად“, - წერს ოლივერ ვარგეი.

ცნობისთბის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელი მოაწერა.

1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ახლა, ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დოკუმენტი, ასევე, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თვითონ რეზოლუცია კი,  საკონსულტაციო ხასიათისაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics