12:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 10:54:52, 1951 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 642 242-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.42%. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 4, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 416, აჭარაში - 61, იმერეთში - 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 30, იმერეთში - 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics