12:37 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 15:51:59, 1245 ნახვა

საზოგადოება
ომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. მხარეებმა იმსჯელეს განსახორციელებელ ცვლილებებზეც.

„საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო შრომის ინსპექციის სამსახურის ზოგადი ანგარიში და სამომავლო გეგმები.

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პარლამეტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics