|
2022-03-18 11:23:51, 867 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა
ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას, ასევე მათ მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევას - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. "მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამარცხვინო, გასაკიცხი და ყოვლად მიუღებელია. ისინი წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევას."- ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუბრკოლებლად გაატაროს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. "მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) 16 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ამასთან განცხადებაში წერია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება საერთაშორისო კანონმდებლობით, გამოიყენოს ცალმხრივი ძალა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და შესაბამისად ის სამხედრო აგრესიის ამ მოქმედებებზე პასუხს აგებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)