|
2022-03-17 10:39:42, 1233 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები აშშ-ში კიდევ უფრო გააქტიურდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America" გაიმართა. გამოფენაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „გამოფენის ფარგლებში გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები და მოლაპარაკებები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხები განვიხილეთ. აშშ მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე დამკვიდრება. 2022 წელს, ძალიან ბევრი საინტერესო აქტიობა გვაქვს დაგეგმილი აშშ-ში, მათ შორის, დეგუსტაციები, საგანმანათლებლო სემინარები, მედია კამპანიები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ ღვინის საექსპორტო ფასი აშშ-ს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America" ფარგლებში, ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეხვედრები გამართეს იმპორტიორებთან, სომელიეებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან. ეს იყო ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. „ქართული ღვინო ნელ-ნელა მკვიდრდება და სულ უფრო საინტერესო ხდება აშშ-ს ბაზარზე. ამერიკელებს განსაკუთრებით ქართული ქარვისფერი ღვინო აინტერესებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომავალი აქვს და თანდათან აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს აშშ-ს ბაზარზე", - აღნიშნა ღვინის იმპორტიორმა, ლენი დორფმანმა. გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო დაფიქსირდა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)