15:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 22:29:08, 588 ნახვა

მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად, 800 მილიონი დოლარი გამოუყო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, 800 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად 800 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს. მთლიანობაში, გასულ კვირაში აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გაწეულმა დახმარებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შაბათს მისმა ადმინისტრაციამ კიდევ 200 მილიონი დოლარის ნებართვაც გასცა.

„ვიყენებ ჩემს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გასააქტიურებლად, რათა გავაგრძელო დახმარება უკრაინაში რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის დამატებითი 800 მილიონი დოლარის დახმარება. ამით, მხოლოდ ამ კვირაში, აშშ-ის უსაფრთხოების მიერ უკრაინისათვის გაწეული ახალი დახმარება 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს", - თქვა ჯო ბაიდენმა.

ამასთან ერთად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს თანხების გამოყოფისათვის მადლობა გადაუხადა.

„აღნისნული ახალი პაკეტი, თავისთავად, უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს უკრაინას. იგი მოიცავს 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინის არმიამ გააგრძელოს თვითმფრინავების და ვერტმფრენების შეჩერება, რომლებიც თავს ესხმიან მის ხალხს და დაიცვას უკრაინის საჰაერო სივრცე“, - დასძინა აშშ-ის მთავარსარდალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics