2022-03-16 18:01:42, 505 ნახვა
მსოფლიო
26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთი ევროსაბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია ქვეყნის დროშაც
26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთი ევროპული საბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია ქვეყნის დროშაც, - აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო.
„დღეს, დილით, რიგგარეშე სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა, ევროპის საბჭოს სტატუსის მე-8 მუხლის შესაბამისად დაწყებული პროცედურის ფარგლებში, გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაცია წყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს დოკუმენტში.
ცნობისთვის, რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,