12:46 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 12:37:52, 768 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია უსახლკარო სტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს

თბილისის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს უსახლკაროს სტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 60 ბინას შეისყიდის.

„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრისის გარეშე არ დარჩებოდა. ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები და კონკრეტულ პროგრამას ვახორციელებთ. მის ფარგლებში, უსახლკარო სტატუსის მქონე ოთხ ოჯახს დღეს საცხოვრებელი უნდა გადავცეთ. წელს, დაახლოებით, 60 ბინას შევისყიდით და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარალელურად, უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებების განხილვა გრძელდება.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს. საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება. ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართეთ თქვენს რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics