|
2022-03-15 10:57:24, 732 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი IT აკადემიაში“ 2022 წლის კურსებზე სტუდენტების მიღება დაიწყო
„თიბისი IT აკადემიაში“ Test Automation, Android, IOS, DevOps და Outsystems - ის კურსებზე სტუდენტების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ. კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და ის 2-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ. კურსებს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის IT Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა. კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge) „თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნებათ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი. საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წლიდან დღემდე, "თიბისი IT აკადემიაში" უკვე 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 200 სტუდენტი კი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)