23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 10:48:23, 1103 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება: ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე

"ლიბერთი" ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.

სამომხმარებლო სესხებზე საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ახალი სესხის აღების ან სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის ან გაერთიანების შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებლები 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ 31 მარტამდე ჩაერთონ "ქეშბექ" აქციაში და დაიბრუნონ 100-დან 300 ლარამდე ქეშბექი.

ლიბერთის სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა სიმარტივით - 50 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშეა შესაძლებელი, დადასტურებულ შემოსავლად განიხილება ფულადი გზავნილებიც. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.9%-დან განისაზღვრება (ეფექტური - 20.14%-დან). იხილეთ პირობები დეტალურად: - საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე

საგაზაფხულო აქცია ასევე დაიწყო ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვისაც - აქციის ფარგლებში, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლია როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებსაც ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის საჭიროებებს და სეზონურ ციკლს - შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც - 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე. იხილეთ პირობები დეტალურად: - საგაზაფხულო აქცია მიკრო სესხებზე - საგაზაფხულო აქცია აგრო სესხებზე

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს პროდუქტებზე. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სისტემური ბანკების მიერ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტების და დროული შეთავაზებების შექმნა. მსოფლიოში განვითარებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აუცილებელია ჩვენს მომხმარებელს მივცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმოს და განკარგოს საკუთარი ბიზნესი და ფინანსები, ჩვენი შეთავაზებებით კი მიიღოს მაქსიმალური, გრძელვადიანი სარგებელი როგორიცაა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი თუ ქეშბექი“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics