09:55 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 21:12:37, 931 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთსა და ბელარუსში, 400 დაქირავებული სირიელი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, უკვე ჩავიდა

უკრაინული მედიის თქმით, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებების შესასრულებლად უკვე მზად არიან.

არსებული ინფორმაციით, სირიაში დაქირავებულთა დასაქმების ცენტრები უკვე გაიხსნა, სადაც ბოლო დღეებში, ათასზე მეტი ადამიანი დაკომპლექტდა, 400-მდე კი უკვე რუსეთში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, სირიელი დაქირავებული მკვლელების განსახლებისა და წვრთნებისთვის, უკრაინის საზღვართან, როსტოვისა (რუსეთი) და გომელის (ბელარუსია) რეგიონებში, უკვე შეიქმნა ბანაკები.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით აკავებენ მტერს, აყენებენ მნიშვნელოვან ზარალს ადამიანურ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობას, არღვევენ მის პერსონალს როგორც საბრძოლო ზონებში, ასევე რეზერვის ფორმირების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ სირიაში, დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი გახსნა და მებრძოლების ლიბიიდან მომზადებაც ასევე დაიწყო.

„რუსეთი უცხოელ დაქირავებულებს გადაუხდის ყოველთვიურ ხელფასს 300-დან 600 დოლარამდე“, - დასძინა უკრაინულმა დაზვერვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics