23:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 19:13:50, 1806 ნახვა

ეკონომიკა
ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში

Europcar Georgia პირველი ავტოგაქირავების კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებელს  სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ეკომეგობრული ტრანსპორტით სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკს სრულად ელექტრო ავტომობილები შეემატა.

ამ ნაბიჯით Europcar Intrenational-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, იღებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილდეს გარემოს, ხელი შეუწყოს ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს.

ელექტრო მანქანების არჩევით, როგორც დღიური გაქირავების, ასევე კორპორაციული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავადაც შეუერთდეს კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას და იზრუნოს გარემოზე.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასთან ერთად, Europcar Gerogia-ს ახალი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილებს ნაკლებად სჭირდება ტექნიკური სერვისი.

,,მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოს ბაზარზეც, ელექტრო ავტომობილები  სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესს ეკოლოგიაზე ზრუნვის გარდა,  საწვავზე ფასების ზრდამაც შეუწყო ხელი. ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რასაც კონკრეტული შეთავაზებით ვუპასუხეთ და  სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ელექტრო მანქანებიც დავამატეთ. მომხმარებელს უკვე შეუძლია ეკომეგობრული გადაწყვეტილება მიიღოს, - აირჩიოს ელექტრო ავტომობილი, რაც საბოლოოდ მათ თანხასთან ერთად, დროსაც დაუზოგავს“ – Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე.

Europcar Georgia-ს მომსახურებით სარგებლობისათვის შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი კომპანიის ვებგვერდზე დაჯავშნოთ. შეთავაზებაშია, როგორც საწვავზე მომუშავე და ჰიბრიდი, ასევე სრულად ელექტრო ევტომობილები.

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. მიმდინარე წელს „Europcar Georgia“-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics