|
2022-03-11 21:49:21, 1213 ნახვა
საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსი“ განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ ხდება ქართული კლინიკების, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სახელის ბოროტად გამოყენება და კლინიკის სახელით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამკურნალოდ მიღებაზე დასტურის ყალბი დოკუმენტების დამზადება. აღნიშნული დოკუმენტები (ბლანკები ტექსტით, ხელმოწერით და სხვ.) არ არის გაცემული „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა არ წარმოადგენს ვალიდურ ხელმოწერას. დოკუმენტები გაყალბებულია და სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მათი მხრიდან საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას. სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ ცნობილი გახდა 2022 წლის 4 მარტს. ინფორმაციის მიღებისთანავე, კლინიკამ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)