12:46 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 15:45:17, 673 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში, 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში,    ადმინისტრაციული  დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადასცა.  ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სააგენტო უწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი  მამუკა წოწერია დაესწრნენ.

„სააგენტოს დირექტორის   განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი აქტიურად გრძელდება. 

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და  ახალი  საცხოვრებელი ფართი 1344  ოჯახს გადაეცა. 2022-2024 წლებში, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით, 1700 ბინა აშენდება.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში,   მთელი ქვეყნის მასშტაბით,   ახალ  საცხოვრებელს, ჯამში,  13 000  დევნილი ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics