|
2022-03-11 11:40:43, 860 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფო კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, მუჰამედ ბინ ბადრ ალ სადაჰს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა. Hassad Food წარმოადგენს კატარის საინვესტიციო საზოგადოების ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მთავარი ფუნქცია კვების და აგრობიზნესის სექტორში ინვესტირება და კატარის სურსათის უსაფრთხოებაა. ნინო თანდილაშვილმა კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, ინფორმაცია მიაწოდა საექსპორტო პოტენციალის მქონე ისეთი ქართული პროდუქციის შესახებ, როგორებიცაა ქართული თხილი, თაფლი, მინერალური წყლები და ზეთისხილის ზეთი. შეხვედრაზე იმერეთის აგროზონაში შესაძლო ინვესტირების შესაძლებლობაზეც გამახვილდა ყურადღება. Hassad Food-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ 10-14 მარტს კატარის სახელმწიფოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა „აგრიტეკი” იმართება, სადაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე კომპანია მონაწილეობს და ათასობით ვიზიტორს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს გამოფენა და ქართული აგროპროდუქტის საექსპორტო პოტენციალს გაეცნოს.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)