00:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 10:59:37, 635 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ

ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით, მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მჭიდროდ იმუშავა და გარკვეული სიმულაციები, პროგნოზები გაკეთდა, ასევე შიდა ანალიზები, დაშვებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რთულ სცენარებს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან და სანქციების სიმძიმიდან გამომდინარე.

„სწორედ ასეთ დროს, საჭიროა მთავრობის ქმედითი გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ, ასევე  გვქონდეს განვითარების შესაძლებლობები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ  ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლო დანაკარგებზე, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკომპენსაციო ღონისძიებები. ეს შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რთული გადაწყვეტილება იყოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების ნაწილის გამოყენება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ სხვა სექტორების გააქტიურებას ვხედავთ, როგორიც არის, მაგალითად, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკური მომსახურებები, რითაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს კორიდორი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბევრი სავაჭრო პარტნიორისთვის პრიორიტეტულია, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტაბილური ალტერნატივა.

„მსგავსი სხვადასხვა შესაძლებლობით, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ  იმ დანაკარგების კომპენსირებას, რომელიც შესაძლოა იყოს და რაზეც ჩვენ გვექნება ოპერატიული, მყისიერი რეგირება. პროცესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად იცვლება მოვლენები, ამიტომ ჩვენ მზად და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადეკვატური პასუხები გვქონდეს ყველა გამოწვევაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics