00:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 14:34:34, 627 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ცხოველური წარმოშობის სურსათ- პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ განცხადება რამდენიმე კომპანიიდან 2020 წელს იყო გაგზავნილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ საქართველოს მხრიდან, კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს იყო გაგზავნილი, თუმცა, რუსეთის მხრიდან პასუხი ახლა მოვიდა.

ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგომ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ომის პირობებში საქართველოს  ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხარისთვის დამატებით არ მიუმართავს.

„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა, ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, რომ არის  ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მითუმეტეს, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან - აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა. ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ, კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს, მას შემდეგ დღემდე ამაზე არ ყოფილა პასუხი, პასუხი იყო ახლა, როცა რუსულმა მხარემ პროაქტიულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადები, რომელიც მათ საქართველოდან ჰქონდათ მიღებული, მათზე შესაძლოა დადებითი პასუხის ყოფილიყო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს თემა უკვე დახურულია და სპეკულაციები საჭირო არ არის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics