12:58 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 14:29:33, 627 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ხიდურელი - მთავრობის მიერ დაწყებული „აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიის ფარგლებში უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ

მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.

ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით შეგროვდა 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.

„ქართული კომპანიების დახმარებით დღეს უკრაინაში გავაგზავნეთ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის პირველადი მოხმარების ნივთები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სხვადასხვა არამალფუჭებადი საკვები. დარწმუნებული ვარ, ახლა, როდესაც უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, ეს იქნება მოკრძალებული წვლილი მათ დახმარებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო „აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიაში, ასევე „საქართველოს ფოსტას", რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა და ავიაკომპანია „იზი ჩარტერს", რომელმაც დიდი დახმარება აღმოგვიჩინა", - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics