|
2022-03-04 19:11:58, 1513 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს?
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ბინის შეძენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, პროცესი კი საკმაოდ შრომატევადი და ზოგჯერ დროში გაწელილი. გადაღლილს რომელიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ არ გამოგრჩეთ, გთავაზობთ იმ ჩამონათვალს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს. ადგილმდებარეობა რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს უბანს, ადგილს, სადაც ბინის ყიდვა გსურთ, მაგრამ გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა, ყურადსაღებია სხვა ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად ტრანსპორტის სიახლოვე. გაარკვიეთ რა სიხშირით დადის ტრანსპორტი, რამდენად ახლოსაა მეტროდან თქვენი სახლი -ამით აუცილებლად დაინტერესდებიან ოჯახის ის წევრები, რომელთაც მანქანა არ ჰყავთ. არ უნდა გამოგრჩეთ სკოლის, ბაღის, მარკეტების თუ სხვა აუცილებელი დაწესებულებების სიახლოვეც. რთულია, როცა მოულოდნელად აღმოაჩენ, რო სახლში პირველადი მოხმარების რომელიმე პროდუქტი ამოიწურა და ამისთვის მანქანაში ჩაჯდომა და სხვა უბანში წასვლა გიწევს. სახლში „ძლივსმოსულ“ ადამიანს, ნამდვილად არ ეხალისება კიდევ გასვლა დასვენების ნაცვლად. სკოლისა და ბაღის სიახლოვით დაზოგავთ დროს და სამსახურში წასვლამდე შეძლებთ შვილების მიყვანას. გარკვეული ასაკის შემდეგ კი მშვიდად გაუშვებთ მარტოებს, რაც დიდი კომფორტია მშობლებისთვის, ბავშვები კი ამით დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. რა სჯობს სახლიდან ლამაზი ხედებით ტკბობას?! საღამოები აივანზე ლამაზი ხედების ფონზე რომ გაატაროთ, ბინის შეძენამდე დაინტერესდით თუ როგორი ხედი იშლება თქვენი ფანჯრებიდან. აუცილებლად მოიკითხეთ ხომ არ აპირებენ ირგვლივ, მშენებლობის დაწყებას, რაც დაგიჩრდილავთ ოთახებს და დაგიმახინჯებთ ხედს. მშენებლობის ხარისხი მასალები, რომლითაც შენდება სახლები, განსაზღვრავს მის მდგრადობას, ამიტომ აუცილებლად გამოიკითხეთ რა ტიპის მასალებით და რამდენად მყარად შენდება/აშენდა კორპუსი, სადაც ბინის შეძენას ფიქრობთ. თუ ენერგოეფექტური მასალები იქნება გამოყენებული, მით უკეთესი, კომუნალურ გადასახადებზე სერიოზულ ეკონომიას გააკეთებთ. ავტოსადგომი ავტოსადგომი - ერთ-ერთი ყველაზე ძირეული დეტალი ავტომობილებით გადატვირთულ ქალაქში, სადაც მუდმივად საპარიკგე ადგილის პრობლემაა. ყველა სახლში მისვლა წვალებად იქცევა, თუ ავტოსადგომის ან საპარკინგე სივრცის შესახებ ინფორმაციას არ მოიძიებთ დროულად. გასაგებია ეს დამატებით ღირებულებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნამდვილად ღირს თანხის გადახდა იმაში, რომ ნებისმიერ დროს თავისუფალი ადგილი დაგხვდეთ თქვენი მანქანისთვის. რეკრეაციული სივრცეები გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კორპუსს, სადაც ყიდულობთ ბინას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მახლობლად რეკრეაციული სივრცე, პარკი, სათამაშო მოედანი, ეზო ბავშვების გართობისა და განვითარებისთვის. როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა? ბინის ყიდვა გაცილებით მარტივი და უმტკივნეულო პროცესია Area.ge-თან ერთად. არეა ის თანამედროვე ციფრული პლატფორმაა, რომელმაც ბინის ძიება, ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესები ციფრულ სიბრტყეში გადმოიტანა და ამით გაუმარტივა საქმე მომხმარებელს. სწორედ არეას საძიებო სისტემა იძლევა საშუალებას თქვენთვის მისაღები მახასიათებლების მონიშვნით, მოძებნოთ სასურველი ქონება. ყოველდღიურად განახლებადი განცხადებები და დეველოპერულ სექტორთან არეას პარტნიორობა არის დამატებითი შანსი იმისა რომ, საიტზე მარტივად იპოვოთ სასურველი ქონება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის გათვალისწინებით. არეა დეტალურად წარმოადგენს როგორ მეორეული, ასევე ახალაშენებული და მშენებარე კორპუსების პროექტებს. განცხადებაში მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია კი აადვილებს მესაკუთრესთან კონტაქტის დამყარებას წვრილმანი საკითხების დასაზუსტებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)