11:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 15:16:02, 606 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით. 

თბილისის მთავრობის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაევალა. 

„მოგეხსენებათ, რომ გაიხსნა ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად, ასევე, ავამოქმედეთ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც გროვდება კვების არამალფუჭებადი პროდუქტები. უკრაინის იმ მოქალაქეებს კი, ვინც უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების გამო თბილისში იმყოფება, დამატებით ვთავაზობთ მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ა(ა)იპ-ის უფასო მომსახურებას, რათა ცოტათი მაინც შეძლონ განტვირთვა, სულიერი თუ ფიზიკური მხნეობის შენარჩუნება, მათ შვილებს არ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა და თანატოლების გვერდით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც გვთავაზობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ხელოვნების სკოლები და ა.შ. ამ შეთავაზების შესახებ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან თბილისის  სასტუმროებში განთავსებულ უკრაინელ სტუმრებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

უკრაინელ სტუმრებს მომსახურებას გაუწევენ შემდეგი ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი,   ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის  სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი,  კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური  ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის  დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის  N7 ხელოვნების  სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების  სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14  ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics