13:08 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 21:51:07, 761 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ

„უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ  სამშობლოში  დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა იუწყება.

მათივე ცნობით, მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ  სამშობლოში  დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

საქართველოს რკინიგზა მათ მშვიდობასა და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics