13:08 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 12:20:36, 848 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან. 

კახა კალაძის განცხადებით, ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო განაცხადის ფორმა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტიდან განთავსდება, განაცხადების მიღება კი, როგორც მერიაში, ასევე, ელექტრონულად, ვებგვერდის - www.ms.gov.ge მეშვეობით, 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროექტის ფარგლებში. შესაძლებელია დაფინანსდეს დანადგარები, ტექნიკა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და მასალები, ასევე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისი და საოპერაციო ხარჯები. დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განაცხადების მიღებამდე, პრეზენტაციას გამართავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics