|
2022-02-28 16:15:49, 583 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - დღეს, ქვეყანაში არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე გააკეთა კომენტარი. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან; ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს; ქვეყანაში ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის. „რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ვართ წინადადებების განხილვის პროცესში; საბოლოოდ, ერთობლივად შევთანხმდებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)