14:09 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 14:22:14, 725 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - ეს ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ სამ დღეში ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა, - ასე ეხმიანება ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არ ესმის, რა ხდება, რადგან "არაადეკვატურ მდგომარეობაშია".

"ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მინსკში ჩამოსასვლელად და მოსალაპარაკებლად მზად იყო. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა. რუსეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა. საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის არ ესმის, რა ხდება. არაადეკვატურ მდგომარეობაშია. რუსული მხარე გომელში ელოდება. თუ უკრაინელები ჩამოვლენ, დიალოგი შედგება. თუ არა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ. კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics