2022-02-27 11:13:49, 748 ნახვა
საზოგადოება
დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ფეისბუკზე" ორგანიზაცია "სირცხვილია" წერს და მოქალაქეებს გამოსვლისკენ მოუწოდებს .
"კიევის დროით დილის 7 საათის მონაცემებით, უმძიმესი ღამისა და ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, დედაქალაქი მთლიანად უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა. ოკუპანტები ვერ დაწინაურდნენ! ✊
ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის წინ!",- წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,