14:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 10:15:37, 552 ნახვა

მსოფლიო
რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა

რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ მახიობი თავად იუწყება.

„უკრაინის არმიას მხარს ვუჭერ 10000$–ით და თქვენც მოგიწოდებთ იგივესკენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. გული მიდუღს, ვაცნობიერებ რა, რომ თქვენს ქვეყანაში ახლა როგორც თქვენი, ისე ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გულწრფელად მსურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს", - წერს მსახიობი და დასძენს, რომ არ სურს, უკრაინის ქალაქები დანგრეული, ხოლო ხალხი განადგურებული ნახოს.

ცნობისთვის, ლია ახედჟაკოვა თეატრისა და კინოს საბჭოთა რუსი მსახიობი. რსფსრ-ს დამსახურებული მსახიობი (1970). რუსეთის ეროვნული მსახიობი (1994). ეროვნული პრემია „ნიკას“ ორგზის მფლობელი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმებში „სამოთხე და შეწირულნი“ და „მსხვერპლის განსახიერებისას“ , 2015 წელს გადაეცა პრემია „ნიკას“ საპატიო პრიზი ნომინაციაში „პატივი და დამსახურება“ .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics