21:16 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 09:53:24, 849 ნახვა

მსოფლიო
კიევს მთლიანად უკრაინის არმია და თავდაცვა აკონტროლებს

კიევში ვითარება მშვიდია, დედაქალაქს მთლიანად უკრაინის არმია და თავდაცვა აკონტროლებს.

ამის შესახებ ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

"კიევში ვითარება მშვიდია, დედაქალაქს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია და თავდაცვის ძალები. ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსიულ ჯგუფებთან", - განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით რუსული რაკეტები მოხვდა რადონის ასოციაციის კიევის ფილიალის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილზე.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შემდგომში განყოფილებაში განაცხადეს, რომ 03:20 საათისთვის, პეჩერსკაიას მეტროსთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელი იყო.

გამთენიისას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს ბრძოლები ისევ იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო. 
პოლოდიაკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს აკავებენ და მათ წინასვლას ხელს უშლის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics