12:35 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 13:08:14, 545 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი - უკრაინა და მისი ხალხი ოჯახია. შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა გზაშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა „გზაშია".

„უკრაინა და მისი ხალხი ოჯახია. შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა გზაშია", - წერს შარლ მიშელი. 

ცნობისთვის, მანამდე, შარლ მიშელსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი საკითხი განიხილეს.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დროა, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ბევრწლიანი დისკუსია და მიღებული იქნას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. შარლ მიშელთან განვიხილე ქმედითი დახმარება და უკრაინელი ჯარისკაცების გმირული ბრძოლა საკუთარი თავისუფალი მომავლისთვის", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics